სიახლეები

თამარ ბელქანია
10 / 100

თამარ ბელქანია

კულტურის კვლევების დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მულტიმედია ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ჟურნალისტი. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ამავე უნივერსიტეტის განვითარების ფონდის დირექტორი.

მიმართვა

ძნელია, ბევრჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს მიმართო ისე, რომ ის გენდოს!

მას მოსმენილი აქვს ყველა დაპირება  და ისიც იცის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წინასაარჩევნო ფანდია. წინასაარჩევნო, რადგან თავად ქვეყანა  არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს. არჩევნებს  კი იგებს პოლიტიკური ტექნოლოგიები,  პოლიტიკურად მოტივირებული მედია და წაგებული მხოლოდ მოქალაქე და ქვეყანა რჩება. ვიცნობ რეგიონს, მიცხოვრია ამ რეგიონის ყოველდღიური პრობლემებით და მინდა, მათ ამ პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო.  სამეგრელოში ბევრი პრობლემა დაგროვდა და უმთვარეს სწორედ რეგიონში არსებული ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსის გამოუყენებლობა გახლავთ.

ჩვენ ვეცდებით, ადამიანებს არა დაპირება, არამედ დაპურების შესაძლებლობა მივცეთ და გავუჩინოთ არა სტაბილურობის განცდა, არამედ შემოსავლის სტაბილური წყარო. ნომერ პირველი პრობლემა სწორედ დასაქმება, საკუთარი თავის რეალიზება და ყოველდღიურ პრობლემებთან  გამკლავებაა.

პოლიტიკური საქმიანობა

პარტიული კუთვნილება არასდროს მქონია. უნივერსიტეტის ლექტორმა ტელეჟურნალისტმა, 46 წლის ასაკში კითხვაზე, რატომ გადავწყვიტე, დედაქალაქში მიმეტოვებინა სტაბილური ცხოვრება, შვილი გამომეყვანა სკოლიდან და სამეგრელოში წამოვსულიყავი საცხოვრებლად და პოლიტიკში ჩასართველად,  მაქვს პასუხი – მინდა, ვიყო გადაწყვეტილების მიმღები და ის, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე, უფრო ეფექტურად გავაკეთო. სამეგრელოს დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება სამუშაო ადგილები, რომ ადამიანები დასაქმდნენ, შეძლონ, ღირსეული ადგილი მოიპოვონ საზოგადოებაში. ასეთი პროექტი არის ანაკლიის კონსორციუმი. ანაკლია, რომელიც ძლიერს გახდის სამეგრელოს რეგიონს და ის იქნება ხიდი თბილისსა და სოხუმს შორის. ტერიტორიული მთლიანობა სწორედ ძლიერ, სტაბილურ, ერთ მუშტად შეკრულ სამეგრელოზე გადის. ეს არის იდეა, რომლის ირგვლივაც ღირს გაერთიანება. ჩვენთვის მთავარია, სამეგრელოში თითოეული ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლით რეგიონს დავუბრუნოთ ისტორიული დანიშნულება.