სიახლეები

სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი
10 / 100

სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკური მდივანი; საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე; საერო უნივერსიტეტის ლექტორი; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, ქურთის ადმინისტრაციაში; იყო შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის კონფლიქტის ზონის სამსახურის უფროსი; შიდა ქართლის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

მიმართვა

ბევრი არ მიფიქრია, დამეყენებინა თუ არა საკუთარი კანდიდატურა მცხეთა-თიანეთის საარჩევნო ოლქში, რადგან დიდი პატივია, წარმოადგენდე საქართველოს პარლამენტში უძველესი სატახტო ქალაქის, მცხეთის ამომრჩეველს. უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, საამაყოა, წარმოადგენდე არაგვის ხეობას და არაგველებს.

 

ასევე ვაცნობიერებ, რომ ამ ოლქში დასახლდა როგორც ჩემი, ასევე  მთელი ჩვენი ქვეყნის ტკივილი, ათასობით ლიახვის ხეობელი და ახალგორელი  დევნილი, რომელთაც გამოიარეს უმძიმესი დღეები 8 აგვისტოს ომის შემდეგ და ახლა აქ უზრდიან მომავალს ჩვენს სამშობლოს. ყოველივე ეს გახდა მიზეზი, დამეყენებინა საკუთარი კანდიდატურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული ოლქის ტერიტორიაზე. ახლა თქვენთან ერთად ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის.

 

    პრობლემები, რომელიც გადასაჭრელი გვაქვს, ბევრია, მათ შორის უპირველესია უმუშევრობა და ახალგაზრდობის მიგრაცია მთიანი ზონიდან. მჯერა, რომ დავძლევთ ყველა გამოწვევას,  ეკონომიკურად  გავაძლიერებთ ხეობის მოსახლეობას და შევქმნით პირობებს, რომ მთას დაუბრუნდეს მთიელი  და სიცოცხლე კვლავაც დუღდეს მცხეთა-თიანეთში.

პოლიტიკური საქმიანობა

პოლიტიკური გამოცდილების პირველი ეტაპი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო – ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში. აქ პირველი შეხება მქონდა ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოებასთან და მართვასთან მიმართებაში. შემდეგ ვხელმძღვანელობდი ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონის სამსახურს და მონაწილეობას ვიღებდი შერეული საკონტროლო კომისიის ოთხმხრივი მოლაპარაკების პროცესში.  2008 წლის ომის შემდეგ ვტოვებ ხელისუფლებას და და ვწევრიანდები პარტია ,,ეროვნული ფორუმის’’ რიგებში. 2012 წელს კოალიციაში „ქართული ოცნებასთან“ ერთად მივიღე არჩევნებში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ გორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში. 2013 წელს ამირჩიეს საქართველოს პარლამენტის ,,ფრაქცია ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარედ. ასევე, ვმუშაობდი პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 2019 წელს ვარ „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.