სიახლეები

სოსო ლიპარტელიანი
10 / 100

სოსო ლიპარტელიანი

ქართველი ძიუდოისტი, სამბოს ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. დაიბადა ლენტეხის რაიონში და აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა; პროფესიით მანქანათმშენებელი. პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე. არის მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ძიუდოსა და სამბოში. იყო ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძიუდოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

მიმართვა

მეგობრებო, მინდა, მართალი ვიყო პირველ რიგში,საკუთარი თავისა და თქვენ წინაშე. ჩემი მიზანია ბრძოლა სამართლიანობისათვის.  ბავშვობიდან კარგად ვიცნობ ამ რეგიონს, ყველა გასaჭირი ამ მხარისა ნაცნობი და ორგანულია ჩემთვის: ეკონომიკური, სოციალური, კლიმატური თუ დემოგრაფიული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისათვის, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ ამ მხარეში კატასტროფული სიტუაციაა ამ მხრივ, ახალგაზრდობა გაედინება რაიონებიდან, რადგან ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას.

დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად მიმაჩნია, დაჩქარდეს გაზიფიკაცია, სოფლის გზების მოწესრიგება და წყალმომარაგება.

მე მოვისმენ ყველა განსხვავებულ აზრს და მივიღებ შემოთავაზებულ წინადადებებს ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ, გამოვრიცხავ დაპირისპირებას და ურთიერთქიშპს ამ ბრძოლაში.

ეს ბრძოლა მარტო ჩემი არაა, ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას!

პოლიტიკური საქმიანობა

არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პარტიის წევრი, ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსათვის’’ სამოქმედო პროგრამა, მიზნები და შეხედულებები. მჯერა ამ პროგრამით არსებული მდგომარეობის შეცვლის. „ლელო“ მაძლევს საშუალებას, განვახორციელო ჩემი მიზნები, შევქმნა სამუშაო ადგილები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების წარმოჩენას . ხელს შევუწყობ წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რათა მათი ცოდნა რეგიონს მოხმარდეს. სწორედ ეს იდეოლოგია მაერთიანებს „ლელოსთან“.