სიახლეები

ფიქრია ჩიხრაძე
10 / 100

ფიქრია ჩიხრაძე

ფილოლოგი. პოლიტიკოსი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ყოველდღიური გაზეთის “ივერია-ექსპრესის” მთავარი რედაქტორი; იყო საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი და საქართველოს IV პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი.

მიმართვა

ჩემო სამგორელებო, მე მოხარული ვარ, რომ მომიწევს თქვენი ინტერესების დაცვა, თქვენთვის სამართლიანი გარემოს შექმნა იმ გუნდად, ერთად, სადაც მე ვარ.  ,,ლელო საქართველოსთვის“ არის ახალი ძალა, რომლის წინაშე დიდი ამოცანა დგას – გაარღვიოს ის მოჯადოებული წრე, რომელშიც უკვე მრავალი წელია, ჩაიკეტა ქართული პოლიტიკა და რომელსაც დაპირისპირებულთა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება ქმნის; სათავე დაუდოს ქვეყანაში რეალურ მრავაპარტიულობას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ქვეყანა, რომელმაც 30 წლის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვერ იქცა თავისუფალ საზოგადოებად და დღეს ჩვენ გვჭირდება  ეროვნული მოძრაობის ტოლფასი ახალი ეკონომიკური მოძრაობის დაწყება, რამაც საქართველოს უნდა შეუქმნას ძლიერი და მყარი სახელმწიფოებრივი საფუძველი. საქართველო არ შეიძლება იყოს ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა. საქართველო უნდა ვაქციოთ ღირებულებებზე დაფუძნებულ, წარმატებულ, ავტორიტეტულ სახელმწიფოდ!

ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ასეთი საქართველოსთვის ვიბრძოდით! ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი!

პოლიტიკური საქმიანობა

პოლიტიკაში 3 ათეული წლის წინ მოვედი. ჩემი თაობისთვის პოლიტიკა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისაც საქართველოს თავისუფლებაზე ლაპარაკი ჩურჩულით აღარ მოუნდა და უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა წამოიწყო.

1995 წლიდან ვიყავი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი. პირველ ჯერზე– დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით, შემდეგ ორ ჯერზე –,,ახალი მემარჯვენეების“ მანდატით. მეოთხე მოწვევის მანდატზე, არჩევნების გაყალბების გამო, პროტესტის ნიშნად, უარი ვთქვით.

გასულ წელს ჩემ წინაშე ასეთი არჩევანი იდგა – ან მთლიანად საგანმანათლებლო სფეროში გადავსულიყავი და ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ან მე და ჩემს თანამოაზრეებს და მეგობრებს, ,,ახალ მემარჯვენეებს“ , კიდევ ერთხელ გვეცადა აქტიურ ბრძოლაში ჩაბმა ახალ პოლიტიკურ ძალასთან და ახალი თაობის პოლიტიკოსებთან ერთად. ჩვენ ისევ ბრძოლის გზა ავირჩიეთ, ბრძოლა ,,ლელოსთან’’ ერთად, საქართველოს გამარჯვების ლელოს დასადებად!