სიახლეები

პაპუნა კობერიძე
10 / 100

პაპუნა კობერიძე

ინჟინერ-ეკონომისტი, სამართალმცოდნე. სტუდენტობის წლებიდანვე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და შემდეგ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე.

მიმართვა

გავბედავ და მოგმართავთ, თუ მექნება თქვენგან ნდობა, ვიყო თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, გპირდებით: ჩემს გუნდთან ერთად ვიბრძოლებ, რომ პირველ რიგში შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე რეალობა, დავანგრევთ იმ მანკიერ სისტემას, რომელიც შექმნა წინა ხელისუფლებამ და გააგრძელა დღევანდელმა. ვიბრძოლებ, რომ ამ ორმა უძველესმა ისტორიულმა ქალაქმა თავისი შემოგარენით შეძლოს უზარმაზარი პოტენციალის სრულად რეალიზება, ჩემს გუნდთან ერთად მოვახდენთ მმართველობის სრულ დეცენტრალიზაციას და თვითმმართველობისთვის რეალური ფუნქციის მინიჭებას, რაც არ გააკეთა აქამდე არც ერთმა ხელისუფლებამ. გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებს აქვთ უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი, თავისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით, რომლის განვითარება არის “ლელოს”ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, მათ შორის პრიორიტეტულია სამაცივრე მასშტაბური მეურნეობების შექმნა, რაც დიდ შეღავათს მისცემს სოფლის მოსახლეობას და ქვეყნის შიდა ბაზრის 12 თვიან მომარაგებას უზრუნველყოფს.

პოლიტიკური საქმიანობა

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვარ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ბელადომანია. “ლელო საქართველოსთვის” არის ის გუნდი, სადაც გაერთიანებული არიან სხვადასხვა სფეროში წარმატებული პროფესიონალები. ჩემთვის დღეს პროფესიონალიზმი და საქმის კეთების საფუძვლიანი ცოდნა ნიშნავს სამშობლოს სიყვარულს და პატრიოტიზმს. ამან განაპირობა ჩემი ლელოში გაწევრიანება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ შევძლებთ, დიდი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას!