ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ქობულეთი ჩემი გულია, ჩემი მაჯისცემა. ჩემი წინაპრების სულის ძგერა. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. ვპირდები ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, რომ მათი პაატა ცივაძე 24 საათი, 7 დღე კვირაში, 365 დღე წელიწადში მათთან ერთად ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისთვის, რომ ჩვენი კუთხე, ჩვენი მარგალიტი გაბრწყინდეს.
ვინც მე მიცნობს, იცის ჩემი ენერგიის და შემართების შესახებ, ვინც ჯერ კიდევ არ მიცნობს, თავად შეიგრძნობს, თუ როგორ ერთგულ მეგობარს შეიძენს მალე.
ჩვენ ერთად დგომით დავდებთ ლელოს ქობულეთის, აჭარის, საქართველოს გაძლიერებისთვის და ბედნიერი მომავლისთვის!
მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, გავხდები ქობულეთის ძლიერი ხმა საქართველოს პარლამენტში და ყველგან – საპარლამენტო ფორმატში, ეროვნულ დონეზე, თუ საერთაშორისო ასპარეზზე. ვიქნები ჩემი ქალაქის და აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქის მხარდამჭერი ნებისმიერი პირადი საქმის მოგვარების პროცესში.