სიახლეები

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
10 / 100

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი

პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი. მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისთვის. განათლება მიღებული აქვს საქართველოში, არის ეკონომიკის მაგისტრი. აქვს საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული, მათ შორის უცხოურ ენებზე. არის არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატი.

მიმართვა

ძვირფასო ნაძალადეველებო  უპირველეს ყოვლისა, ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, თქვენი ნაწილი და ერთი რიგითი ჯარისკაცი იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ, ყველა ერთად, აუცილებლად მოვიგებთ!

 

ჩემთვის, თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, ყველა სტატუსსა და რეგალიაზე საამაყოა ის ამბავი, რომ დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, ვიცნობ თქვენს მშობლებს, თქვენს შვილებს, და-ძმას, გიცნობთ თქვენ და ამ უბნის ყველა ტკივილი და სიხარული საკუთარი სახელი და გვარივით ვიცი.

 

ნაძალადევი არ არის ჩემთვის საასპარეზო ადგილი, ნაძალადევი არის ჩემი სახლი. ნაძალადევი არ უნდა ასოცირდებოდეს სოციალურ უთანასწორობასთან, დანაშაულთან, კრიმინალურ მენტალიტეტთან, უპერსპექტივობასთან, სიღარიბესა და უმუშევრობასთან. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს სტერეოტიპული შეხედულებები და ყველას დავანახოთ, როგორები ვართ სინამდვილეში. მე მოვალ ყველა ოჯახში, თითოეულ თქვენგანთან, რომ გაგიზიაროთ ჩემი გუნდის ხედვები.

პოლიტიკური საქმიანობა

ყოველთვის ვიყავი საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიაში.

პოლიტიკაში მოვედი სამოქალაქო აქტივიზმიდან. “ლელო” არის პირველი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც მივედი, უპირველესად, იქ მყოფი ადამიანების, თავისი საქმის უდავო

პროფესიონალების გამო. მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას თითოეული თქვენგანის მიმართ.

“ლელოში” ჩემი საქმიანობის ძირითადი სფეროა სარევიზიო კომისია, პარტიის მაკონტროლებელი ორგანო. ჩემი იდეოლოგიის თანხვედრა „ლელოს“ იდეოლოგიასთან არის ის, რამაც გადამადგმევინა ნაბიჯი პოლიტიკისკენ.