სიახლეები

მურად მურადოვი
10 / 100

მურად მურადოვი

ქალაქ მარნეულში დაბადებული და გაზრდილი. დაამთავრა თსუ. გახლავთ პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, მრავალი წელია, წინა ფლანგზე იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად. აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო მიმართულებით. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრირების პროცესში.

მიმართვა

ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ვარ იმ ადამიანების კანდიდატი, რომლებიც ყველაფრით არიან ჩემიანები. მე გავიზარდე თქვენთან, ერთ რეგიონში. თქვენთან ერთად გამოვიარე და ჩემში შევიგრძენი ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ, ყველას გვაწუხებდა და, სამწუხაროდ, დღესაც გვაწუხებს. ჩემო ამომრჩევლებო, დღეს არის ზუსტად ის დრო, რომ ყველანი ერთად გავერთიანდეთ, შევცვალოთ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი უკეთესობისკენ.

ჩემო ძვირფასებო, მე არ მინდა საუბარი წარსულზე, არ მინდა ვისაუბრო მხოლოდ პრობლემებზე. ჩვენ ეს პრობლემები გაანალიზებული და გააზრებული გვაქვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გთავაზობთ არა მოგონილ დაპირებებს, არამედ რეალურ გეგმებს. ვიცით, როგორ უნდა ავამუშავოთ ეკონომიკა; ვიცით, როგორ უნდა ავაღორძინოთ სოფელი და სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განათლება, სპორტი, კულტურის სფერო და ა.შ.  ჩემი საპარლამენტო მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი დაეთმობა სწორედ თქვენი, გარდაბნელებისა და მარნეულელების პრობლემების გადაჭრას.

პოლიტიკური საქმიანობა

არასდროს ვყოფილვარ პარტიული, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიყავი აქტიურად ჩართული სამოქალაქო პროცესებში და არც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი ვყოფილვარ გულგრილი. ჩემი პოზიცია და დევიზი იყო ერთი, რომ მე ყოველთვის უნდა ვიყო იქ, სადაც ჩემს სამშობლოს, ჩემს თანამოქალაქეებს ვჭირდები და შემიძლია მათთვის რაიმე პოზიტივის თუ სარგებლის მოტანა. დღეს ჩემი და ლელოს გზები სწორედ აქ გადაიკვეთა. „ლელო საქართველოსთვის“ არის ახალი ძალა და ახალი იმედი ცვლილებებისთვის, ქვეყნის განვითარებითვის, გაბრწყინებისთვის. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ერთი მიზნის მისაღწევად. ეს არის ქვეყნის გაძლიერება და გაერთიანება.