სიახლეები
10 / 100

მიმართვა

მეგობრებო, ჩემო ძვირფასო ხელვაჩაურელებო, ქედელებო, შუახეველებო და ხულოელებო, მერგო დიდი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ სახელით წარმოგიდგეთ მაჟორიტარ კანდიდატად აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს 2020 წლის არჩევნებზე.

და რა არის „ლელო“ ? ლელო ვარ მე, ლელო ხარ შენ, ლელო ვართ ყველანი ჩვენ!  ჩვენ, ვისაც გვინდა სამართლიანობა და სამართალი, თავისუფლება და ღირსება, ეკონომიურად წელგამართულობა და მომავლის იმედი, სულიერი სიმშვიდე და გაერთიანება, ღირებულებების გადაფასება და ეროვნული სიამაყის განცდა. დიახ, ჩვენ ვართ ლელო, ვისაც გვსურს, რომ ჩვენი ლამაზი სამშობლო გადაიქცეს ძლიერ, სამართლებრივ სახელმწიფოდ, ქვეყნად, რომელსაც ღირსეული ადგილი ექნება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

პოლიტიკური საქმიანობა

2009 წლიდან 2019 წლის 22 დეკემბრამდე ვიყავი პარტია „ეროვნული ფორუმი“-ს წევრი, ბოლო 5 წლის განმავლობაში ამავე პარტიის ხელმძღვანელი აჭარის რეგიონში. 2019 წლის დეკემბრიდან ვარ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი.

 2012-2016წ.წ გახლდით აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს წევრი, აგრარული კომისიის ხელმძღვანელი. მიმუშავია რამდენიმე სახელმწიფო კომისიაში. დიდ პოლიტიკაში ჩემი მთავარი კურსი იყო პრინციპულობა და თანმიმდევრულობა. მხიბლავენ პოლიტიკოსები (არა მარტო), ვისი კრედოცაა სახელმწიფოებრივად აზროვნება.