მრავალი წელია, როგორც ადვოკატი და როგორც რიგითი მოქალაქე, აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესში. რთულია, საქართველოს მძიმე სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფონის შემხედვარეს, არ გაგიჩნდეს პროტესტი. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენს გარშემო უდანაშაულო ადამიანების უფლებები ირღვევა, მოშლილია ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის ნება-სურვილით. მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა, სასამართლო და სამართალდაცვითი სისტემა საერთოდ არ ასრულებს თავის ფუნქციებსა და მოვალეობებს. რიგითი მოქალაქეები ვერ ენდობიან არსებულ მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავხდეთ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც არსებული ხელისუფლება მიზანმიმართულად ხელს უშლის.
ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, ვიყო პოლიტიკაში და პოლიტიკურ გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად ვიბრძოლო უსამართლო სისტემის დანგრევის, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისა და ქვეყნის დასავლური მომავლის უზრუნველყოფისათვის.