სიახლეები

ლანა გალდავა
10 / 100

ლანა გალდავა

სამართლის დოქტორი. პროფესორი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. თსუ-ს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიისა და ფრანკფურტის ვიადრინის უნივერისიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა დროს იყო მართლმსაჯულების ომბუდსმენი, ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტი, მთავრობის ადმინისტრაციის ძალოვანი უწყებების კურატორი, ,,ციფრული ეკონომიკის ასოციაციის” დამფუძნებელი.

მიმართვა

ძვირფასო ისნელებო! ჩემთვის  დიდი პატივია, 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში ვიყო თქვენი წარმომადგენელი პოლიტიკური გაერთიანებიდან ,,ლელო საქართველოსთვის”. გარდა იმ ფაქტისა, რომ ჩემი ბავშვობის წლები დაკავშირებულია ამ უბანთან, ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთი პერიოდი ეძღვნება ამ რაიონის მოსახლეობის პრობლემების შესწავლას და მათ დახმარებას.

მე მიყვარს ისანი თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ულამაზესი მდებარეობით, ძველი თბილისის ხედებით და რაც მთავარია, თბილი, კომუნიკაციისთვის მუდამ მზად მყოფი მრავალეთნიკური მოსახლეობით. 

 

საკუთარ თავს ყოველდღიურად ვეკითხები, გამარჯვების შემთხვევაში რა შემიძლია გავუკეთო ისანს და ჩემივე თავს ვპასუხობ პარტიის პროგრამით, ხედვებით, გეგმებით. ვთვლი, რომ უმნიშვნელოვანესია თქვენთან მუდმივი კომუნიკაცია, თქვენი გასაჭირის მოსმენა, თქვენი ტკივილის გაზიარება, ერთობლივი გზების დასახვა სირთულეების დასაძლევად.

   მე გპირდებით, რომ გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს და ბოლომდე დავიხარჯები თქვენს სამსახურში.

   გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სტაბილურობას და საუკეთესო მომავალს!

პოლიტიკური საქმიანობა

ხშირად გამიგია, რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია. ბინძურია ბინძური პოლიტიკოსებისთვის! პოლიტიკა თამაში არ არის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნაა. პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი!

ვთვლი, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის მზად ვარ, არ მამძიმებს ჩემი წარსული და ანგარიშვალდებული ვარ მხოლოდ ჩემს ამომრჩეველთან, ხალხთან, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი ყველა ფიქრი და გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივია, ჩემს მომავალს ვუკავშირებ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სამსახურს და ჩემი მიზანია, ხელი შევუწყო ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას. ამაყი ვარ, რომ ვიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც იმუშავა ,,თავისუფლების ქარტიაზე” და შექმნა „საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი“.