სიახლეები

ჯამბულ ხოზრევანიძე
10 / 100

ჯამბულ ხოზრევანიძე

ფრანკოს სახელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, პროფესიით ინჟინერი. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დასაცავად. იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე. იყო ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

მიმართვა

ძვირფასო ხელვაჩაურელებო, ქედელებო, შუახევლებო და ხულოელებო, წილად მხვდა პატივი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოდან“ გახლავართ ზემო აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატი.

იმის ჩამოთვლას, თუ რა მაკავშირებს თქვენთან და ამ კუთხესთან, არ დავიწყებ, რადგან ჩემი ცხოვრების წლები მთლიანად თქვენ გიკავშირდებათ. აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქედან ვგულშემატკივრობ თქვენს კეთილდღეობას.

მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გემსახურებოდით, არ შეცვლილა ჩემი სურვილი, რომ ცხოვრობდეთ მშვიდად, შეგეძლოთ ოჯახებზე ზრუნვა და გქონდეთ განცდა, რომ გასაჭირში საკუთარ პრობლემებთან მარტო არ დარჩებით. სწორედ ამ სურვილმა გადამაწყვეტინა, რომ ვიბრძოლო თქვენთვის და ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად დავიწყო იმ უძრაობის, გაჭირვების და განუკითხაობის ნგრევა, რომელიც დღემდე თქვენს კეთილდღეობას აფერხებს.

პოლიტიკური საქმიანობა

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ვხელმძღვანელობდი 2018-2019 წლების ციტრუს სეზონს,  2019 წელს მოსახლეობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ფასში მოახდინა საკუთარი მოსავლის რეალიზება;

2019 წელს სამოქალაქო საზოგადოებამ მაღიარა აჭარის რეგიონის  საუკეთესო საჯარო მოხელედ.  დღეს კი „ლელოს“ რიგებში ვარ და “ლელოელებთან” ერთად ვიბრძვი უკეთესი მომავლისათვის.