სიახლეები

გიორგი ბარამია
10 / 100

გიორგი ბარამია

დიპლომატი. დაიბადა სოხუმში. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუშაობდა აფხაზეთის მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო საქართველოს კონსული საბერძნეთში. გიორგი ბარამიას დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზურ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში. იგი იყო აფხაზებთან დიალოგის ინიციატორი და ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ დიალოგის განვითარებისათვის.

მიმართვა

ჩემთვის დიდი პატივია, ვიყარო კენჭი ფოთში, საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული ოლქიდან. „ლელოს“ დევიზია „ახალი ძალა – შენი საქართველოსათვის!“. ჩვენ გვინდა, ფოთელებს დავანახოთ, რომ მათი არჩევანი არ არის შეზღუდული „ნაციონალური მოძრაობით“ და „ქართული ოცნებით“. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ფოთის აღორძინება და მისი ქცევა როგორც ფოთელთა, ასევე მთელი საქართველოს სიმდიდრის, წინსვლის, განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ. ფოთი საქართველოს კარიბჭეა. ეს რეალობა არ შეცვლილა დიდი ნიკო ნიკოლაძის ეპოქიდან დღემდე. სამწუხაროდ, დღეს ფოთში გაბატონებულია მაფია: რამდენიმე ოჯახი აკონტროლებს პორტს, ყველა მნიშვნელოვან საწარმოს და ყველა წერტილს, რაც კი შეიძლება შემოსავლის წყარო იყოს. უამრავი საწარმო კი, პრივატიზების მიუხედავად, გაჩერებულია და ხავსი ეკიდება. „ლელოს“ სტრატეგიაა მთელი საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ზღვის პოტენციალის ბევრად აქტიურად გამოყენება, ნაოსნობის, მათ შორის საზღვაო რეწვის ქცევა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ინდუსტრიად.

პოლიტიკური საქმიანობა

ლელო”საქართველოსათვის არის პარტია, რომელიც თავისი ღირებულებებით ორიენტირებულია დასავლურ ფასეულობებზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს არის ახალი ძალა, ახალი იმედი, რომელიც დღეს ნიჰილიზმში მყოფ საქართველოს მოსახლეობას ჰაერივით სჭირდება.სწორედ ამიტომ, ჩემი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ ამ პარტიის გვერდით და მინდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების საქმეში, რომელიც მხოლოდ პარტია “ლელო საქართველოსთვის” შეუძლია.