ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში. ეს არის მშრომელი, პატიოსანი და პატრიოტი ხალხის უბანი. მეც ასეთი ოჯახიდან ვარ და კარგად ვიცი, რა აწუხებს თითოეულ თქვენგანს.
ჩვენ გვაჯერებენ, რომ ვართ ღარიბი ქვეყანა და ამაზე მეტი არ შეგვიძლია. მათ უნდათ მონების საზოგადოება, რათა თავად კომფორტულად ძარცვონ ჩვენი ქვეყანა. მე არ ვაპირებ ამასთან შეგუებას, რადგან ვიცი, რომ ქართველებს მეტი შეგვიძლია. არ ვაპირებ, გულხელდაკრეფილი ვუყურო ჩემი ხალხის გაჭირვებას, რადგან მეც ამ ხალხის ნაწილი ვარ. ვაპირებ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის და ამაში გთხოვთ მხარდაჭერას.
მე, „ლელოს“გუნდთან ერთად, ვიშრომებ თავდაუზოგავად გლდანისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ შევქმნით 200.000 ახალ სამუშაო ადგილს ღირსეული ანაზღაურებით. გჯეროდეთ, ჩვენ შეგვიძლია, ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში.
შემომიერთდით, ერთად მოვიპოვოთ გამარჯვება!