სიახლეები

გენადი თებიძე
10 / 100

გენადი თებიძე

ინჟინერ-ენერგეტიკოსი, დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 2018 წლიდან „პროფკავშირების ლიდერთა სკოლის“ დირექტორია – პროექტი განხორციელდა ავსტრიისა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებების თანამშრომლობით და ავსტრიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მიმართვა

მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ქვეყნის, ერის, ქალაქის, უბნის სიყვარულს მივუძღვენი. მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, არასოდეს გადამიხვევია ეროვნული პრინციპებისგან. იმ ღირებულებებისათვის, რომლებზეც აღვიზარდე, არასოდეს მიღალატია. თვალნათლივ ვხედავ და ვგრძნობ ჩემი ქალაქისა და თანაქალაქელების  პრობლემებს, ყოველთვის ვდგავარ ჩემი ქალაქის სამსახურში. ვიყავი და ვარ ურბანული ქაოსისა და ქალაქის ე.წ. ჩაბეტონების წინააღმდეგი, ამიტომ ჩემი ინიციატივით ბათუმს არაერთი ულამაზესი სკვერი და რეკრიაციული ზონა შეემატა.

ჩემი ცხოვრება ამ ულამაზეს ქალაქს დავუკავშირე და მიზნად ჩემი კუთხის სამსახური დავისახე.   ჩემი ქვეყნისა მომავალს ვხედავ ევროპულ თანამეგობრობაში, სწორედ საერთო ხედვებმა , ინტერესებმა, ერის მომავლის დასავლურმა კურსმა განსაზღვრა ახალი ძალა, ახალი იმედი, რომ მე ვარ “ლელოელი“.

პოლიტიკური საქმიანობა

საკმაოდ რთული გზა გავიარე ეროვნული მოძრაობიდან დღემდე. ვიცი , რომ პატრიოტი სამშობლოს მსახური ადამიანია, ხოლო სამშობლო, უპირველეს ყოვლისა, ხალხია. ამიტომ ყოველთვის ვიდექი და ვიდგები ხალხის სამსახურში. 2002 წელს დავაფუძნე ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია-„აჟა“,რომელიც აქტიურად ჩაერთო ასლან აბაშიძის სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2003 წლიდან ვიყავი „დემოკრატიული აჭარის“ ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად ვებრძოდი სეპარატიზმს, კუთხურ განკერძოებას, გათითოკაცებას, უსამართლობას, ძალადობას. ვიყავი ეროვნული, სახელმწიფოებრივი იტერესების ერთგული დამცველი. ვიბრძოდი, როგორც შემეძლო, მთავარი იარაღი იყო სიმართლე. დავაფუძნე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. 2019 წლიდან ვარ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“დამფუძნებელი და აქტიური წევრი. წილად მხვდა უდიდესი პატივი, ვიყო ჩემი ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, რაც საშუალებას მომცემს, უფრო მეტი სარგებელი მოვუტანო ჩემს ხალხსა და ქვეყანას.