სიახლეები

ეკატერინე ქვლივიძე
10 / 100

ეკატერინე ქვლივიძე

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობდა სამოქალაქო ავიაციაში და ჩართული იყო მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში.

მიმართვა

მყავს ოჯახი, მეგობრები და თანამებრძოლები – ეს არის ჩემი სიმდიდრე. ვარ ახალგაზრდა პროფესიონალი – ეს არის ჩემი იარაღი. მაქვს სამშობლო – ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა.

ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდამ მომიყვანა პოლიტიკაში. დღევანდელ საქართველოში ოპოზიციური პლატფორმიდან პოლიტიკაში ჩართვა ბრძოლაში შესვლას ნიშნავს. მე ვიღებ ამ გამოწვევას, ვინაიდან უბრძოლველად გვეცლება  ხელიდან  შესაძლებლობები, დრო,  სახელმწიფო. ჩემი ბრძოლა იწყება იქიდან, საიდანაც იწყება ჩემთვის საქართველო და ეს არის გურია. მე ამაყი ვარ, რომ ვარ პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩვენს მხარეში. ბოლო ორი სახელისუფლო ციკლის პერიოდში გურია განსაკუთრებით დაიჩაგრა. რეგიონში მძაფრად იგრძნობა დაშვებული შეცდომებისა და გაშვებული შესაძლებლობების შედეგები. ჩვენს ხედვებსა და გეგმებს მივიტანთ გურიის თითოეულ ოჯახამდე და დარწმუნებული ვარ, გურულები „ლელოს“ სახით დაინახავენ ახალ ძალას, ჩემი, როგორც მათი მომავალი მაჟორიტარი დეპუტატის სახით – ახალ იმედს. „ლელო“ არის რეალური და ერთადერთი ალტერნატივა ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც შეუძლია, სასიკეთოდ შეცვალოს ქვეყნის რეალობა და დაამკვიდროს ახალი პოლიტიკური სტანდარტი.

პოლიტიკური საქმიანობა

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ორმაგი სტანდარტებით ცხოვრებისა და მუშაობის პრაქტიკა. ქვეყანა შეუქცევადად უნდა დადგეს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენს სამშობლოშივე უნდა შევქმნათ დოვლათი, დავამკვიდროთ ჯანსაღი ღირებულებები და ავაშენოთ ეროვნული სახელმწიფო. ამ პროცესში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო საქმეს უნდა გაუძღვეს ის ხალხი, ვისაც გულწრფელად და უანგაროდ უყვარს ქვეყანა, ვინც საქმიდან მოდის, ვინც აფასებს სამართლიან ურთიერთობებს ყველგან და ყველაფერში. ამ პრინციპების მიმდევარი და ერთგულია პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ და სწორედ ამიტომ ვარ მისი წევრი. ჩემთვის დიდი პატივია „ლელოს“ დამფუძნებლობა, მისი სამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელობა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ლელოს“ დეპუტატობის კანდიდატობა.