ვამაყობ, რომ ზემო იმერეთის შვილი ვარ. ვამაყობ, რომ ჩემი ფესვები აქ არის! ვამაყობ, რომ თქვენიანი ვარ, რომ მელოდებით და გჯერათ ჩემი!
თქვენთან ერთად ჩემი ბრძოლა იქნება შეუპოვარი – ქვეყნისა და რეგიონის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, კეთილდღეობისა და წარმატებისთვის. ბრძოლა იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც ეკადრება იმ ერს და ხალხს, ვინც ათასწლეულების და საუკუნეების განმავლობაში იცავდა საკუთარ თავისუფლებას და ამ ბრძოლებში გმირობის ისტორიებს წერდა.
ჩვენც ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი! ჩვენს თაობასაც თავისი „ლელო“ აქვს დასადები მავთულხლართებში გახვეული, ოკუპირებული სამშობლოს თავისუფლებისთვის.
არჩევანი არის ძალიან მკაფიო და მარტივი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უკვე გააკეთა – ჩვენ მივდივართ იქ, სადაც არის ჩვენი ისტორიული ადგილი – დიდ ევროპულ ოჯახში! ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპული ღირებულებების, განვითარებული, დემოკრატიული, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანა!!! სხვა ყველაფერი არის წარსული.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ასეთი საქართველოსთვის ვიბრძოდით! ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი!