ძვირფასო თანამოქალაქენო, ზესტაფონელებო, თერჯოლელებო, ბაღდათელებო და ტყიბულელებო, მიხარია, რომ მე ვარ თქვენი წარმომადგენელი.
გვაქვს შესაძლებლობა და ასპარეზი, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნისთვის, შევქნათ ნამდვილი სახელმწიფო და ჩვენვე ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში.
ამიტომ უნდა ავირჩიოთ არა წარსული, არამედ მომავალი.
მომავალი არის განახლებასა და განვითარებაში;
მომავალი არის სიმართლესა და სამართლიანობაში;
მომავალი არის ერთიანობასა და თანადგომაში;
მაინც რა გვინდა ხვალინდელი დღისგან? რაში ვხედავთ გამოსავალს?
გვინდა უსაფრთხოება და დაცულობა? მაშინ ავირჩიოთ წესიერი და პატიოსანი ადამიანები
გვინდა წარმატება და კეთილდღეობა? მაშინ ავირჩიოთ პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური ადამიანები. გვინდა უკეთესი ხვალინდელი დღე? მაშინ ერთად ავირჩიოთ “ლელო”.
ჩემთვის პატივია, თქვენთან ერთად ჩავერთო იმ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, რომელსაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია.
ჩვენი საერთო ძალისხმევით ზესტაფონი გახდება მწვანე ინდუსტრიული ზონა, თერჯოლა – ინოვაციებისა და სოფლის მეურნეობის გზაჯვარედინი, ტყიბული – სწრაფი განვითარებისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მაგალითი, ხოლო ბაღდათი – სამედიცინო ტურიზმის ცენტრი. უნდა გაიზარდოს დასაქმება და ხალხის შემოსავალი.