მთელი ცხოვრება ვიბრძოდი და ვცდილობდი, სამართლიანი, თანასწორუფლებიანი, კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს შექმნაში მიმეღო აქტიური მონაწილეობა, წლების განმავლობაში ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „ ადამიანის უფლებებისათვის და კორუფციასთან ბრძოლა“, რათა უკვე სხვა პლატფორმიდან მეთქვა სიტყვა და შევწინააღმდეგებოდი უსამართლობას.
შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია, სადაც პირველი დღიდან ვიდექი ხალხთან ერთად, რათა შემეცვალა სიბნელე, კრიმინალი, რეგრესი ამ ქვეყანაში. 2004 წლიდან 2009 წლამდე გახლდით სამეგრელო ზემო სვანეთის რწმუნებულის I მოადგილე, ჩემი მთავარი მიმართულება იყო ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებლობა და დღემდე ვამაყობ ისეთი პროექტებით, როგორებიცაა ანაკლია, მესტია და სხვა.
დღემდე ერთგული ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების პრინციპის დამკვიდრებაში.
ჩემი ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია „ლელოსთან“. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ნაციონალური პრობლემების გადაწყვეტაში.